Artisans
Invitto
ციფრული მოსაწვევების პლატფორმა·2026
Live

Invitto

ციფრული მოსაწვევები და ღონისძიების ვებგვერდები ჩაშენებული RSVP-ით

ჩასქროლე

პლატფორმა

ვებ

შექმნილია

Artisans

წელი

2026

სტატუსი

Live

ტექნოლოგიები

Next.jsReactTypeScript

ინდუსტრია

EventInvitationsRSVPWeddings
მიმოხილვა

Invitto არის ციფრული მოსაწვევების პლატფორმა ქორწილების, დაბადების დღეების, ბეიბი შაუერებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის. მასპინძლები ირჩევენ ხელით შექმნილ თემფლეითს ან უკვეთავენ სრულად ინდივიდუალურ დიზაინს, სტუმრებს უზიარებენ უნიკალურ ლინკს და პასუხებს ჩაშენებული RSVP-ით ადევნებენ თვალს.

მთავარი დეტალები

  • თემფლეითების კატალოგი ქორწილების, დაბადების დღეების, ბეიბი შაუერებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის
  • უნიკალური გასაზიარებელი მოსაწვევის ლინკი თითოეული ღონისძიებისთვის
  • ჩაშენებული RSVP სტუმრების პასუხებითა და სტატისტიკით ერთ სივრცეში
  • ინდივიდუალური დიზაინის სერვისი: ბრიფიდან გაშვებულ მოსაწვევამდე
როგორ შევქმენით

ძირითადი ფუნქციები

მზა დიზაინები

მზა დიზაინის მქონე მოსაწვევების არჩევა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის.

ინდივიდუალური დიზაინი

ინდივიდუალური მოსაწვევის დიზაინის შეკვეთა პირდაპირ პლატფორმიდან, მომხმარებლის ხედვისა და ღონისძიების სტილის მიხედვით.

მოსაწვევის ლინკი

თითოეული ღონისძიებისთვის უნიკალური ლინკის შექმნა და სტუმრებთან გაზიარება.

RSVP - დასწრების დადასტურება

სტუმრების პასუხების მიღება და დასწრების სტატისტიკის ერთ სივრცეში მართვა.

ამოცანა

ღონისძიების ორგანიზებისას მოსაწვევების შექმნა, სტუმრებისთვის მათი გაგზავნა და დასწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხშირად დიდ რესურსს მოითხოვს.

ციფრული მოსაწვევი ამ პროცესს ამარტივებს. მისი ონლაინ გაზიარება შესაძლებელია, სტუმრებს კი პასუხის დაფიქსირება პირდაპირ მოსაწვევიდან შეუძლიათ.

Invitto-სთვის საჭირო იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მომხმარებელს მზა დიზაინის არჩევის, ინდივიდუალური მოსაწვევის შეკვეთისა და სტუმრების პასუხების მართვის შესაძლებლობას ერთ სივრცეში მისცემდა.

მიდგომა

მთავარი იყო, რომ მოსაწვევის შექმნა და სტუმრების პასუხების მართვა მარტივი და ერთიანი გამოცდილება ყოფილიყო.

ამისთვის შეიქმნა პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მზა დიზაინი, შეუკვეთოს ინდივიდუალური დიზაინი და შექმნას საკუთარი ღონისძიებისთვის უნიკალური მოსაწვევის ლინკი.

სტუმრების პასუხების სამართავად ინტეგრირდა RSVP სისტემა, რომელიც მიღებულ პასუხებსა და დასწრების სტატისტიკას ერთ სივრცეში აერთიანებს.

გადაწყვეტა

Invitto-სთვის შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ღონისძიების ციფრული მოსაწვევის შექმნისა და სტუმრების მართვის პროცესს აერთიანებს.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მზა დიზაინი, შეავსოს ღონისძიების დეტალები და შექმნას პერსონალიზებული მოსაწვევი. საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ პლატფორმიდან შეუძლია ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთაც.

თითოეული ღონისძიებისთვის იქმნება უნიკალური ლინკი, რომლის გაზიარებაც სტუმრებთან მარტივად არის შესაძლებელი. RSVP სისტემა კი სტუმრების პასუხებს აგროვებს და მასპინძელს დასწრების შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკის ერთ სივრცეში ნახვის საშუალებას აძლევს.

შედეგი

შეიქმნა ციფრული მოსაწვევების პლატფორმა, რომელიც მოსაწვევის არჩევას, ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთასა და სტუმრების პასუხების მართვას ერთ სივრცეში აერთიანებს.

გალერეა
Invitto screenshot 1
01
Invitto screenshot 2
02
შემდეგი პროექტი
Invincible Pay

გადახდის სერვის პროვაიდერი · 2025

Invincible Pay