ვებ და მობილური აპლიკაციების შექმნა
აპლიკაცია, რომელიც ბიზნესსა და მომხმარებელზეა მორგებული
ყველა ციფრულ პროდუქტს განსხვავებული მიზანი აქვს. ზოგ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი ვებ აპლიკაციაა, ზოგ შემთხვევაში კი მობილური აპლიკაცია. ხშირად ორივე ერთად ქმნის სრულფასოვან ციფრულ გამოცდილებას.
არტიზანები ვქმნით ვებ და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ერგება ბიზნეს პროცესებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და პროდუქტის განვითარების გეგმას.
ვებ აპლიკაცია თუ მობილური აპლიკაცია?
ვებ აპლიკაცია ბრაუზერში მუშაობს და ინსტალაციას არ საჭიროებს. ის ეფექტური არჩევანია პლატფორმებისთვის, მომხმარებლის პორტალებისთვის, ადმინისტრირების სისტემებისა და სხვა ბიზნეს პროცესებისთვის, რომლებზე წვდომაც ნებისმიერი მოწყობილობიდან არის საჭირო.
მობილური აპლიკაცია კი პირდაპირ iOS ან Android მოწყობილობაზე ინსტალირდება და საუკეთესო გამოცდილებას უზრუნველყოფს იმ პროდუქტებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, მაგალითად, ელექტრონული კომერციის, ფინანსური სერვისების, ლოიალობის პროგრამების ან სხვა მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციებისთვის.
რას მოიცავს აპლიკაციის შექმნა?
თითოეული პროექტი იწყება პროდუქტის მიზნების, მომხმარებლის საჭიროებებისა და ტექნიკური მოთხოვნების გააზრებით. ამის შემდეგ ვგეგმავთ არქიტექტურას, ვირჩევთ შესაბამის ტექნოლოგიებს და ვქმნით აპლიკაციას, რომელიც მარტივად ვითარდება ბიზნესის ზრდასთან ერთად.
პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, აპლიკაციის შექმნა შეიძლება მოიცავდეს:
- UX/UI დიზაინს
- Front-end და Back-end განვითარებას
- iOS და Android აპლიკაციის შექმნას
- API-ებთან ინტეგრაციას
- Push Notification-ების ინტეგრაციას
- Cloud ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებას
- მესამე მხარის სისტემებთან ინტეგრაციას
- გადახდის სისტემებთან დაკავშირებას
- გაშვებასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას
ფინანსური ან სხვა სპეციალიზებული პროდუქტებისთვის შესაძლებელია შესაბამისი Fintech სერვისების, გადახდის სისტემებისა და სხვა ფინანსური ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაც.
საჭიროების შემთხვევაში, აპლიკაციაში შესაძლებელია AI-ზე დაფუძნებული ფუნქციების, ჩატ-ბოტების, რეკომენდაციების ან ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ინტეგრაციაც.
როგორ ვმუშაობთ?
ერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა ყველა პროექტისთვის არ არსებობს. ვირჩევთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის მიზნებს, მასშტაბსა და მომავალ განვითარებას შეესაბამება.
აპლიკაციის არქიტექტურის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მომხმარებლების ზრდას, მონაცემების მოცულობას, უსაფრთხოებასა და სისტემის სხვა სერვისებთან ურთიერთქმედებას.
თუ მომავალში დაგჭირდებათ ახალი ფუნქციების დამატება, მომხმარებლების ზრდა ან სხვა სისტემებთან დაკავშირება, აპლიკაცია ამისთვის თავიდანვე მზად იქნება.