Artisans
MathGPT
EdTech მობაილ აპლიკაცია·2025
Live

MathGPT

AI-ზე დაფუძნებული მათემატიკის ამოხსნელი სკოლის მოსწავლეებისთვის

ჩასქროლე

პლატფორმა

მობილური

შექმნილია

Artisans

წელი

2025

სტატუსი

Live

ტექნოლოგიები

React NativeNode.jsNest.jsMongoDBTypeScript

ინდუსტრია

EdTechAIMobileEducation
მიმოხილვა

MathGPT არის iOS/Android აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ამოხსნან ნებისმიერი დონის მათემატიკური ამოცანები. პროდუქტი პირველ რიგში გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც სჭირდებათ საშინაო დავალების დახმარება სიღრმისეული განმარტებებით, ან ემზადებიან გამოცდებისთვის.

მთავარი დეტალები

  • გადაიღე ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის ფოტო, დაარედაქტირე და მიიღე ამოხსნა
  • ამოხსნების ისტორიის ნახვა
  • დამატებითი კითხვების დასმა
  • ყოველთვიური გამოწერა, გაუქმება ნებისმიერ დროს
როგორ შევქმენით

ძირითადი ფუნქციები

ამოცანის ფოტოდან ამოხსნა

მათემატიკური ამოცანის ფოტოს გადაღება, რედაქტირება და ამოხსნა.

ამოხსნების ისტორია

წინა ამოცანებისა და მიღებული ამოხსნების შენახვა და მოგვიანებით ნახვა.

დამატებითი კითხვები

მიღებულ ამოხსნასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ყოველთვიური გამოწერა

აპლიკაციის გამოყენება ყოველთვიური გამოწერით, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ამოცანა

მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას მხოლოდ საბოლოო პასუხის მიღება ხშირად საკმარისი არ არის - განსაკუთრებით მოსწავლისთვის, რომელსაც ამოცანის ამოხსნის ლოგიკის გაგება და მსგავსი დავალებების დამოუკიდებლად შესრულება სჭირდება.

საჭირო იყო ისეთი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, ამოცანის ტექსტის ხელით შეყვანის ნაცვლად მისი ფოტო გამოეყენებინა, მიეღო ამოხსნა და თანმიმდევრულად გაცნობოდა მის განმარტებას.

ამასთან, მნიშვნელოვანი იყო დამატებითი კითხვების დასმის, წინა ამოხსნების ნახვისა და მიღებული ინფორმაციის ერთ სივრცეში შენახვის შესაძლებლობა.

მიდგომა

MathGPT-ის შექმნისას მნიშვნელოვანი იყო, რომ მათემატიკური ამოცანის ამოხსნის პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო - ამოცანის დაფიქსირებიდან მის ამოხსნამდე.

ამისთვის შეიქმნა მობილური გამოცდილება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს ამოცანის ფოტო, საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტიროს ის და მიიღოს ამოხსნა. ამოხსნასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია დამატებითი კითხვების დასმა, რაც კონკრეტული ამოცანის უკეთ გაგებაში ეხმარება.

გადაწყვეტა

MathGPT-ისთვის შეიქმნა iOS და Android აპლიკაცია, რომელიც მათემატიკური ამოცანის ამოხსნის პროცესს ერთიან გამოცდილებად აერთიანებს.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის ფოტო გადაიღოს, საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტიროს და აპლიკაციაში მიიღოს მისი ამოხსნა. ამოხსნის შემდეგ შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტული ნაბიჯები ან პასუხი უფრო დეტალურად გაიგოს.

აპლიკაცია ასევე ინახავს ამოხსნების ისტორიას, ამიტომ მომხმარებელს შეუძლია წინა ამოცანებსა და მიღებულ პასუხებს მოგვიანებითაც დაუბრუნდეს.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვიური გამოწერის საშუალებით, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

შედეგი

შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მათემატიკური ამოცანის ფოტოდან ამოხსნამდე და დამატებით განმარტებებამდე მთელ პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს.

გალერეა
MathGPT mobile screenshot 1
01
MathGPT mobile screenshot 2
02
MathGPT mobile screenshot 3
03
MathGPT mobile screenshot 4
04
MathGPT mobile screenshot 5
05
შემდეგი პროექტი
FXB

Banking-as-a-Service · 2025

FXB