
Alubala
შეიძინე მეორადი ნივთები და დაეხმარე ქველმოქმედებას
პლატფორმა
ვებ
შექმნილია
Artisans
წელი
2025
სტატუსი
Live
ტექნოლოგიები
ინდუსტრია
Alubala არის მეორადი ნივთების მარკეტპლეისი, სადაც შემოსავალი გადადის გამყიდველის მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მომხმარებლები ნივთების ყიდვა-გაყიდვისას იღებენ თანაგრძნობის ქულებს, რომლებიც ნაჩვენებია საჯარო ლიდერბორდსა და პროფილებზე. პროდუქტი გამოვიდა სატესტო ეტაპზე.
მთავარი დეტალები
- ქველმოქმედ ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან და გამოაქვეყნონ თავიანთი პროექტები
- მომხმარებლებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ მეორადი ნივთები და შეარჩიონ ქველმოქმედი ორგანიზაცია
- ვიზიტორებს შეუძლიათ მოძებნონ და შეიძინონ ნივთები ჩაშენებული ძიებითა და კატეგორიებით
- ინტეგრირებული გადახდები
- თანაგრძნობის ქულების სისტემა ლიდერბორდით
ძირითადი ფუნქციები
ნივთის გაჩუქება
მომხმარებელს შეუძლია არასაჭირო ნივთის განთავსება, ფასის განსაზღვრა და საქველმოქმედო ორგანიზაციის არჩევა.
ნივთების მოძიება და შეძენა
ნივთების მოძიება კატეგორიებისა და ჩაშენებული ძიების საშუალებით და მათი შეძენა პლატფორმაშივე.
ქველმოქმედი ორგანიზაციის არჩევა
მყიდველს შეუძლია აირჩიოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მისი გადახდილი თანხა გადაეცემა.
ონლაინ გადახდა
ნივთის შეძენისას გადახდის განხორციელება პლატფორმაშივე.
აქტივობის ქულები
მომხმარებლის აქტივობის ასახვა ქულებითა და საჯარო ლიდერბორდით.
ამოცანა
საჭირო იყო ისეთი ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც მომხმარებელს არასაჭირო ნივთების გაჩუქებისა და მათი გაყიდვით ქველმოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა.
ამასთან, მომხმარებელს უნდა შეძლებოდა სხვების მიერ განთავსებული ნივთების მარტივად მოძიება და შეძენა და თავად აერჩია საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც გადახდილი თანხა გადაეცემოდა.
მიდგომა
მთავარი იყო ნივთების გაყიდვისა და ქველმოქმედების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისთვის შეიქმნა ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ნივთის გაჩუქება, მისთვის ფასის განსაზღვრა და საქველმოქმედო ორგანიზაციის არჩევა, ხოლო მყიდველს - ნივთის მოძიება, შეძენა და სასურველი საქველმოქმედო პროექტის არჩევა.
მომხმარებლის ჩართულობის წასახალისებლად ასევე შეიქმნა აქტივობის ქულების სისტემა.
გადაწყვეტა
Alubala-სთვის შეიქმნა ონლაინ მაღაზია, რომელიც ნივთების გაყიდვასა და ქველმოქმედებას ერთ პლატფორმაში აერთიანებს.
„გააჩუქე" ფუნქციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ნივთი, რომელსაც აღარ იყენებს, თავად განსაზღვროს მისი ფასი და მიუთითოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ნივთის გაყიდვით მიღებულ თანხას მიიღებს.
მომხმარებელს ასევე შეუძლია პლატფორმაზე განთავსებული ნივთების მოძიება კატეგორიებისა და ძიების საშუალებით, სასურველი ნივთის შეძენა და თავად აირჩიოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც გადახდილი თანხა გადაეცემა.
გადახდა პლატფორმაშივე ხორციელდება, ხოლო მომხმარებლის აქტივობა ქულების სისტემაში აისახება.
შედეგი
შეიქმნა ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს არასაჭირო ნივთების გაჩუქების, სხვების მიერ განთავსებული ნივთების შეძენისა და ამ გზით ქველმოქმედებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.


